19 დეკემბერს, 13:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის თაობაზე;
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.