29 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი – „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
პირველ დღეს ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს სიმფონიატა და კვინტეტი „კონმორბიდეცა“ უკრაინიდან. 30 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარსდგება დუეტი „მოც-არტი“ ავსტრიიდან და ანსამბლი „ლეოპოლდ ბრასი“ გერმანიიდან. 1 ოქტომბერს კი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.
ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.